fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაცაქტივისტებს“, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო – მამუკა მდინარაძე

12:50 აპრილი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
871
ნახვა

„ნაცაქტივისტებს“, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინრაძემ  განაცახდა.

“ჩვენ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.

ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გახსოვთ ალბათ მისი სიტყვები.

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის – პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ოპოზიციამ მთავარ სპიკერად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ გიორგი კანდელაკი აირჩია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. ეს ხდებოდა აგვისტოს ომიდან ორ თვეში.

დასაფიქრებელია ასევე რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანია;

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, კაგებეს სამჭედლოში, მგიმოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე ფეესბეს რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!

თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს“, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
786
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

დეკემბერი 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია