“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ წუთებში რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პარტიის თავმჯდომარეს ხვდებიან. თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრა შესაძლოა დასკვნითი კონსულტაცია აღმოჩნდეს.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მივესალმები, ვფიქრობ, რომ როგორც არაერთხელ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ დაადასტურა, რომ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე კარგად ხვდება, რა არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესი კონკრეტულ მომენტში, მისმა განცხადებამ დღეს ერთმნიშვნელოვნად კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა გითხრათ, რომ მისთვისაც ფუნდამენტურია, რა აზრის არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შესაძლოა ეს იყოს დასკვნითი კონსულტაცია,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ხელმოწერასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს, როცა ის თავისუფალი იქნება, პარტიაში მოვა, თანაპარტიელებს დაელაპარაკება და შემდეგ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებებს, ამაზე საუბარი ადრეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი ციხეშია,” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ამასთან, რუსთავში იმყოფება სახალხო დამცველიც, რომელიც ასევე გეგმავს ნიკა მელიასთან შეხვედრას.










