სალომე სამადაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ის მედიასთან, ფაქტობრივად, ადასტურებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს აღარ გააგრძელებს.
“არ მჯეროდა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო არასწორი ნაბიჯი, შევეცადე ეს ამეხსნა პოლიტიკური საბჭოსთვის, რომ მე ვგეგმავდი, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის.
მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება პაუზა ავიღო… მე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ცხადია, მოლაპარაკებებზე სიარულს და ა.შ. არ და ვერ გავაგრძელებ”,- განაცახდა სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
“პრაიმტაიმნიუსის” ინფორმაციით, სამადაშვილი პარტიის დატოვებას აქამდეც აპირებდა, თუმცა მთავარი მთავარი ხაზგამყოფი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილი პარტიიდან ერთადერთი იყო, რომელმსაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.











