“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტს მიმართეს.
დეპუტატებმა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ცოტა ხნის წინ დაწერეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
11 დეკემბერს, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, “გირჩის”, მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” გარდა, პროპორციული სიების განულების შესახებ ცესკოში განცხადება შეიტანა.
პირველი დეპუტატი, ვინც პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა შალვა ნათელაშვილი იყო.










