ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ნიკა მელია გახდა. ის გრიგოლ ვაშაძეს შეცვლის. მართალია, საბოლოო შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ლევან ვარშალომიძემ მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა.
შეგახსენებეთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 დეკემბერს დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში ვაშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ექსპერტები ვარშალომიძის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, ვინაიდან მასზე ფსონს მიხეილ სააკაშვილი დებდა.











