“ჩიხში მოექცნენ თავისივე ამ ბოროტების გამო, რომელიც თესეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში და საკმაოდ სერიოზული დაღი დაასვეს ჩვენს ისტორიას, აქედან ვეღარ გამოდიან”, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.










