fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნაცმოძრაობა ახლა 12%-ით არის მეორე ადგილზე და დიდი იმედი გვაქვს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება – კობახიძე

11:18 სექტემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
879
ნახვა

12 პროცენტით ისინი არიან მეორე ადგილზე – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს 8 წლის თავზე გაახსენდა მისი დანაშაულები.

„12 პროცენტით ისინი არიან დღეს სამწუხაროდ მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს. რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულებები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და ეს შეგახსენებთ რა დანაშაულებია, ეს არ არის უბრალო დანაშაულები, მათ შორის შეგახსენებთ რომ ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ნაწილი ასევე სტრასბურგის სასამათლოს მიერ. ეს დანაშაულებია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ჩაიდინა ნამდვილი ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას.

ეს იყო სხვა არაფერი თუ არა ღალატი. გარდა ამისა, როდესაც ქართულ ოცნებაზე ორ ნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ მაგალითად და როდესაც საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც არის რათქმაუნდა დანაშაული, დანაშაული რომელიც ბუნებრივია არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას…“

„ესეც არის დანაშაული, რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ასევე, როდესაც, მაგალითად, უგულავასთან და სხვებთან ერთად, მოიპარავ ათეულობით მილიონს და ასეულობით მილიონს, კორუფცია გახსოვთ რა მასშტაბებს აღწევდა, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც მას, ბუნებრივია ვერ ეპატიება და მითუმეტეს ეს ვერ გახდება მისი საარჩევნო მხარდაჭერის საფუძველი. როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც მთლიანად დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და როდესაც ჩაიდენ ზოგადად, უამრავ დანაშაულს შენს პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც, სხვათა შორის, ცალკე აღებულიც აქვთ დღეს ამბიცია, კრიმინალებს აქვთ ამბიცია, რომ მოიგონ არჩევნები, ასეთ დროს, ბუნებრივია ბოდიში თავის თავზე მეტყველებს.

ეს არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, და ამ ბოდიშზე პასუხი, ბუნებრივია, ექნება საზოგადოებას, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის ამაზე საკმარისი. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ მისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე, მათ შორის, რაც მან რამდენიმე დღის წინ თავის კლიპში განგვიცხადა,- განაცხადა კობახიძემ.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია