“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თუ მამუკა ხაზარაძე და „ლელო“ ხელისუფლებაში მოვა ხალხს დაჩაგრავს.
“ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ქართველ ხალხთან ერთად იმ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველი ხალხის მჩაგვრელების როლში გამოდიოდნენ, გამოდიან და შეიძლება გამოვიდნენ.
პირდაპირ ვიტყვი, მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჩაგრავდა ხალხს, “ოცნება” ჩაგრავს, ხოლო მამუკა ხაზარაძე და “ლელო”, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ისინიც დაჩაგრავენ ქართველ ხალხს. ამიტომ, არცერთ შემთხვევაში მე მათ ზავით არ შევეკვრები. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პოლიტიკური მოცემულობა ქართველი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ,” -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მდივანმა გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.











