„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისევე როგორც არშესვლით”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„შესვლა-არ შესვლაზე გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიები ინდივიდუალურად იღებენ, თუმცა გარკვეული შეთანხმება მოხდა, ხელი მოეწერა კონკრეტულ დოკუმენტს და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა, კონკრეტულად „ნაცმოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისევე როგორც არშესვლით“, – განაცხადა კალაძემ.











