fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნაცვლიშილი: ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ

00:53 ივლისი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
886
ნახვა

კრიმინალურმა ოპოზიციამ იცის, რომ თავისუფალ არჩევნებში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა მათ აქვთ ორი გზა: პირველი არის ლობიზმი, რომ გარედან შეარყიონ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი და ხანდახან ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის გზით საკუთარ თავს წარმატებაში ირწმუნებენ, თუმცა ყველაფერი ფიასკოთი უმთავრდებათ. მეორე გზა – რაღაცა შეეშალოს, რაღაცა დაიმართოს ამ ხელისუფლებამ.

მერამდენე გირგვლიანია თქვენს მეხსიერებაში გიორგი შაქარაშვილი? თათუხაშვილი გახსოვთ? ხორავა გახსოვთ? საინფორმაციო ჰიგიენიდან გამომდინარე პატივს გცემთ თქვენ და თქვენს მაყურებელს და გირგვლიანის საქმისა და შაქარაშვილის საქმის გაიგივების ორგანიზატორთა მხილებასაც არ ვიკადრებ, იმიტომ რომ ეს მაყურებლის ინტელექტის შეურაცხყოფა იქნება.

სახელმწიფომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაკვეთით მოკლა ადამიანი და გააყალბა საქმე. აქ კი ყოფით ნიადაგზე მომხდარი ტრაგედია, რომელიც ჯერ გახსნილიც არაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ ქმედებებსა და გარდაცვალებას შორის ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა. თუ რაიმე სიმძიმე აქვს სამართალდამცავ საქმიანობას, ეს არის თვალებამოღამებული, ცხოვრებაგაუბედურებული დედის ნახვა – ეს ძალიან მძიმე ამბავია. გვარამია და ადეიშვილი უნდა იყო, რომ ენუქიძეს უყურო და უკეთო ის, რასაც უკეთებდნენ.

როდესაც ადვოკატი შალვა შავგულიძე თაკო სალაყაისა და დათა ახალაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა, და ბოკერია ტელეეთერიდან ამას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებდა, ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ – შავგულიძემ ბოკერიას, ბოკერიამ რურუას, მან კი ლონდონისკენ ოქუაშვილს.

ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა ერთი რამ – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია. ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა, ეიხმანების პროცესები წინ არის და ჭაკუა იყო ერთ-ერთი პირველი სიგნალი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ლაშა ნაცვლიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას – ლაშა ნაცვლიშვილი

მარტი 13, 2021
833
პოლიტიკა

გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი? – ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილს

მარტი 7, 2021
4.8k
პოლიტიკა

არ გასვენებთ “ნაცებო” ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს? – ლაშა ნაცვლიშვილი

მარტი 6, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია