ნავთლუღის ბაზარში ხმაურია, იქ შეკრებილი მოვაჭრეები რეგულაციების დაწესებას აპროტესტებენ და ბაზრობების გახსნას ითხოვენ.
როგორც მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს განუცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, იქ ვაჭრობის საშუალებას ვერავის მისცემს..
„ცოლ-შვილი მყავს, ვცდილობ ვასულდგმულო და ლუკმა-პური მივიტანო სახლში. ამ გაჭირვებაში ვართ. მარტო ჩვენთავის არის აკრძალული ? მაშინ ყველასთვის აიკრძალოს გარევაჭრობა. ვერ გავიგეთ მარტო ნავთლუღი აიკრძალა“, – აცხადებს გარემოვაჭრე.











