ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 45% მიიჩნევს, რომ „არის”, ხოლო 12%-მა – არ იცის.
გასული წლის აგვისტოში კი, გამოკითხულთა 48% თვლიდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის.
საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.











