“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა. ასევე, 15%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).











