NDI-ს ახალი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კოვიდვაქცინას გაიკეთებდა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის ივნისში 38% იყო.
ასევე 41% პასუხობს, რომ კოვიდვაქცინას არ გაიკეთებდა, თუმცა მათი რაოდენობა ივნისთან (46%) შედარებით შემცირებულია.
საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია. თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.











