ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 30% საშუალოდ აფასებს, 29% – ცუდად, 27%-მა არ იცის, ხოლო 13% – კარგად.


კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.











