უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე სროლას ეხმაურება. როგორც ვოლსკი ამბობს, ყველანაირი მსგავსი საქციელი გაუმართლებელია, როგორი დაჩაგრულიც გინდა იყოს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
„ნებისმიერი შეტევა ოპონენტებზე, კანონმიღმა, არის დამაზიანებელი ფაქტი უმრავლესობისთვის, ვინაიდან ჯერ ერთი, კითხვებს წარმოშობს, მეორეც, საშუალებას აძლევს, ხავსზე მოკიდებული ოპოზიციური მედიის გამოყენებით ოპონენტები ამ თემას უკეთებდნენ რაღაც დისტრიბუციას, თითქოს ეს მათ წინააღმდეგ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“.
მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი იღვიძებს და წახალისებული „ქართული ოცნების“ მიერ იღებს პისტოლეტს და ესვრის პლაკატებს, ცოტა გულუბრყვილოც არის და ვფიქრობ, რომ უსამართლო შეფასებებიცაა. მაგრამ ნებისმიერი შეტევა, რაც არ უნდა დაჩაგრული იყოს ადამიანი იმ პერიოდში, არ არის გამართლებული“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს იარაღიდან ესროლეს, დაზიანებულია ნიკა მელიას ბანერი.











