„წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას, მათ შორის მთავრობისა და ოპიზიციის ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.
„ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ასევე, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალიდნელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შედგომი გაძლიერების თვალსაზრისით.











