“მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“,, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
კალაძის თქმით, ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
„ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე გადის და სწორედ ჩემზე, თქვენზე, შენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გართულების შედეგად 79 პაციენტი გარდაიცვალა.











