„ვიცით, რომ პარაკლისი უნდა ჩატარდეს და დავესწროთ პარაკლისს და მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტოთ პრაიდის იდეა. მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ“,- ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველი“, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანების მიმართ, თუ მედიის მიმართ მიუღებელია.
„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის და ჩვენც შესაბამისად, ამ ყველაფერს ვემიჯნებით, რაც შეეხება ძალადობის ნაწილს. ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც ფორმას და პროპაგანდას რაღაც გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით.
პასუხისმგებლობაზე როცა არის საუბარი, ყველას მოეთხოვება პასუხისმგებლობა, როცა პრაიდის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აინიცირებენ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ყველამ ვიცით, რომ გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს, ეს არის, პირველ რიგში, უპასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აქ ადამიანები ყველა შემთხვევაში შეიკრიბებიან და ზოგი მშვიდობიანი და ზოგიც არამშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებს. ამიტომ, როცა შენ იწვევ ამ რაღაც შესაძლო ძალადობას, აინიცირებ, ამიტომ არის პრაიდის იდეა პირველ რიგში მიუღებელი, რომელიც ქმნის ამ დაძაბულობას“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “თბილისის პრაიდის“ მარში დღეს აღარ ჩატარდება.











