საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადება გააკეთა შეზღუდვების აუცილებლობზე.
„მინდა ვთქვა, რომ შეზღუდვების აუცილებლობა სახეზეა და საზოგადოებაშიც მომწიფდა იმის მოლოდინი, რომ ნეგატიური ტენდენციის შესაცვლელად შეზღუდვების დაწესება გვიწევს. ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, შეზღუდვები კვლავაც არის არასაყოველთაო, ეს არ არის ე.წ. ლოკდაუნი. ისინი იქნება მიმართული კონკრეტულ სექტორებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც უფრო მეტ მობილობას აგენერირებს.“, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.











