fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი 2017 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და აცხადებს, რომ არ დაუნახავს და არც სმენია ბასილაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი

18:32 მარტი 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.7k
ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვისას სასამართლოს ჩვენება ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა მისცა.

ეკა ფირცხალაიშვილის ჩვენების მიხედვით, ის შეესწრო 2017 წელს ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა არ დაუნახავს და გაუგია ფიზიკური ძალადობის შესახებ, რასაც მოწმე მომხდარი ინციდენტის დროს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებ. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ჭირვეულობდა, არ იძინებდა. ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი, ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, ნიკამ გვითხრა რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ, სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ნიკა ეუბნებოდა, რომ ნეკამ აიძულა სტუმრებს წასვლა. მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. ამ ყველაფრის მერე ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ მშობლების სახლში წავსულიყავით. ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, რომ ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც შევესწარი“, – განაცხადა მოწმემ. მან მხარეების წარმომადგენლების შეკითხვების საპასუხოდ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ იმ დღეს ბასილაშვილმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია