აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, დონალდ ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის პრეზიდენტობისთვის. ინფორმაციას The hill-ი ავრცელებს.
„იქედან გამომდინარე, რაც იმპიჩმენტის დროს ვიხილეთ და რასაც მისი ადმინისტრაციიდან სხვები მასზე ამბობდნენ, ცხადყოფს იმას, რომ ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის აშშ-ის პრეზიდენტი იყოს“
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს, როგორც ჩანს, ეს ფაქტი დიდად არ ადარდებთ.
„ტრამპ იეთიკურად და ინტელექტუალურად შეუფერებელია პრეზიდენტობისთვის, მაგრამ ამ ფაქტს ბოლტონისთვის იმპიჩმენტის პროცედურების დროს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. მან პატრიოტიზმზე მაღლა ლოიალურობა დააყენა“,- აღნიშნა პელოსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ბოლტონი 23 ივნისს წიგნის გამოაქვეყნებას აპირებს, სადაც მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი.











