fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

Neo QLED – კიდევ ერთი ევოლუციური ტექნოლოგია სამსუნგისგან

12:04 აპრილი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

იმის გააზრებამ, რომ მსოფლიოში არსებული მოწყობილობების უმრავლესობაში სამსუნგის მიერ დამზადებული ეკრანებია განთავსებული, შეიძლება დაგაფიქროს თუ რა ოდენობის დროს, ენერგიას და რაც მთავარია ბიუჯეტს ხარჯავს კორეელი გიგანტი ახალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის, ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ იყოს მოწინავე, ინოვაციური და რაც მთავარია „თანამედროვე“!

მოკლედ QLED ტექნოლოგიის შესახებ

ბოლო რამდენიმე წელიწადში Samsung-ის წყალობით ბაზარზე QLED ტექნოლოგია გამოჩნდა.  Quantum dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც ასევე ნანო-კრისტალებს უწოდებენ. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა განსაკუთრებული ძალა აქვთ და როდესაც მათ შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია ფერთა სიზუსტე.

რა ხდება 2021-ში?

სამსუნგის QLED ტექნოლოგიამ ევოლუცია განიცადა და ახლა უკვე Neo QLED დასახელების ქვეშ მოგვევლინა. ახალი, უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, შუქ-დიოდები სტანდარტულთან შედარებით 40-ჯერ შემცირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა  ფერთა ზუსტი გადაცემა, დინამიური დიაპაზონი და ხედვითი კუთხე, რაც მთავარია შესაძლებელი გახდა კიდევ უფრო თხელი პანელის მქონე ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორების წარმოება.

თუმცა Quantum Mini LED-ის სრული უპირატესობა ეს არ გახლავთ. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით სამსუნგმა შეძლო და ჩაანაცვლა Direct Full Array backlight ტექნოლოგია, რომელსაც პრემიალურ ტელევიზორების მატრიცებში იყენებდა. Quantum Matrix Technology Pro ტექნოლოგიის საშუალებით QLED პანელს პირდაპირი დანათების ნაცვლად (Mini LED backlight) მინი ლედ დანათება აქვს.  წარმოიდგინეთ Neo QLED მატრიცა, რომლის სიკაშკაშისთვის ათი-ათასობით მინიატურული დიოდი ერთად მუშაობს. აღნიშნულის საშუალებით შესაძლებელი გახდა კონკრეტული პიქსელების არეალის განათება ან ჩაბნელება, რაც საბოლოო ჯამში უფრო ღრმა შავი ფერის ეფექტს იძლევა. ასევე გაზრდილია დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია გამოსახულების სიმკვეთრე. Samsung-ი დისპლეის წარმოების საკუთარი ტექნოლოგიების დახმარებით, ახდენს Quantum Mini LED დიოდების ოპტიმიზაციას, ბნელ სცენებში მკვეთრი დეტალიზაციის ჩვენებით, მაქსიმალური კონტრასტულობის  და დაჩრდილვის ზუსტი კონტროლით. შედეგად ვიღებთ საოცარ და რეალისტურ გამოსახულებას.

 

Neo Quantum Processor 8K ახალი პროცესორი

როგორც უკვე მიხვდებოდით Neo QLED ტექნოლოგიის სამართავად ახალი პროცესორის შექმნა გახდა საჭირო. სამსუნგის სმარტ ტელევიზორების ახალ ხაზში Neo Quantum Processor 8K პროცესორია განთავსებული, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და  სიღრმისეული შესწავლის ტექნოლოგიაზე ბაზირებით, იდეალური გამოსახულების მისაღებად ავტომატურად აანალიზებს და აუმჯობესებს „კონტენტს“. აღნიშნული პროცესორი არის პასუხისმგებელი ეკრანზე გაშვებული გამოსახულების 8K რეზოლუციამდე გაფართოებაზე.

რა თქმა უნდა ულტრათანამედროვე სმარტ ტელევიზორის პანელს შესაბამისი აუდიო ტექნოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება, ამიტომაც სამსუნგმა Neo QLED ტელევიზორების ხაზში Object Tracking Sound Pro (OTS Pro) – უახლესი ტექნოლოგია გამოიყენა. ეკრანზე მიმდინარე მოქმედებების ცვალებადობას AI-ის დახმარებით აკვირდება, შემდეგ ის აანალიზებს თითოეულ სცენას და ეკრანზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ქმნის დინამიურ სტერეო ჟღერადობას. სამი მხრიდან მომდინარე მძლავრ ჟღერადობას გადაჰყავხართ ეკრანზე მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.

 

რა ხდება ამ დროს საქართველოში?

რა თქმა უნდა რთულია ჩამოთვალო ერთ პატარა სტატიაში ყველა ის ულტრათანამედროვე „ფიჩერი“ რომელიც წარმოდგენილია სამსუნგის ახალ Neo QLED ტელევიზორების ხაზში. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საქართველო უერთდება მსოფლიოს იმ ქვეყნების სიას, სადაც Neo QLED ტელევიზორები გაიყიდება.

საქართველოში წარმოდგენილი იქნება Neo QLED ხაზის შემდეგი მოდელები: 55QN85, 65QN800, 65QN85, 65QN900, 75QN85. პროდუქციის შეძენა სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების სავაჭრო ქსელში იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვების დაწყების თარიღად  2021 წლის მაისის მეორე ნახევარი სახელდება.

 

 

(R)

თეგები: Samsung

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო

იანვარი 15, 2021
974
მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოქტომბერი 25, 2020
831

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია