ნიდერლანდებმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების შენარჩუნება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, როდესაც მსოფლიოში კოვიდის ახალი შტამები გამოჩნდა.
ცნობისთვის, ნიდერლანდებში კომენდანტის საათი 23 იანვრიდან მოქმედებს.











