ნიდერლანდებმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგძლივა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5-ის ნახევრამდე მოქმედებს. რესტორნებში, ბარებსა და კაფეებში მხოლოდ მიტანის სერვისი მოქმედებს.
ნიდერლანდებში სკოლები წინა კვირას გაიხსნა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნიდერლანდებში კორონავირუსით 1,123,909 ადამიანი დაინფიცირდა.










