ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 4 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნიდერლანდებში ვირუსით სულ 14 468 ადამიანი დაიღუპა.











