ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ლოქდაუნი კიდევ 3 კვირით გახანგძლივდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, სკოლები და მაღაზიები.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ შეზღუდვები ვირუსის შემთხვევების შემცირებისა და ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების გამო ძალაში უნდა დარჩეს.











