ეს არის ნამდვილი სახალხო კრება, მრავალეთნიკური საქართველოსი, თქვენ აცხადებთ ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურად, არალეგიტიმურ ხელისუფლებად – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
„მის ფარსად ქცეულ არჩევნებს ვეუბნებით და ვუთხარით უკვე უარი. მის დაწერილ შედეგებს ვეუბნებით უარს. და რა გავაკეთოთ? მარტო ვისაუბროთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ. ახლაც კი აყალბებს აი ამ რეალობას. ინტერნმეტიც კი გათიშა, აეროგადაღებები ვერ ხორციელდება, რომ ზღვა ხალხი არ დაინახოს მსოფლიომ. აქაც აყალბებს ხალხო…
შევეგუოთ ამ უსამართლობას?! მივიღოთ ეს დამცირება?! მივიღოთ არჩევნების გადაწერა?! ღირსება შევილახოთ?! ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიმტკიცე.
პირველ ნოემბერს, როდესაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რთული დღე იყო და ამ შეკრებამ მოიტანა ის, რომ დღეს ვართ ათჯერ უფრო მეტნი. ახლა ამ ათჯერ უფრო მეტმა ადამიანმა კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოიყვანოს ქუჩაში. მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიყვანოთ.
8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი – გადააყენოს, თამარ ჟვანია და ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ თქვენი სახელით შეხვდეთ ივანიშვილს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
ივანიშვილო, შენ ხარ უზურპატორი. თუ არ წახვალ გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები ჩახერგილია.
მოიფიქრებს, მოიფიქრებს, არ მოიფიქრებს და ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ვიმოქმედებთ ბოლომდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ.











