“მე ყველა ჩემს მეგობარს ვურჩიე, რომ დაანებონ ნიკა მელიას დღეს თავი. რამდენიმე თვე გამოკეტილი იყო ერთკაციან საკანში. ახლა მთავარია, რომ ის მისმა ოჯახის წევრებმა ნახონ. ის არის შეუპოვრობისა და გამბედაობის მაგალითი”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“შემოდგომაზე ყველაზე ბოლო ვადაა, როცა ივანიშვილი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ძალიან მარტივია, დრო აღარ რჩება საქართველოს. წელს, როცა კოვიდი იყო, 65 ათასმა ყველაზე შრომისუნარიანმა ადამიანმა დატოვა საქართველო, ეს არის კატასტროფა”,- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “ნაცმოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.











