fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს – მამუკა მდინარაძე

18:11 თებერვალი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
866
ნახვა

“ნიკა მელია დაემორჩილება ან კანონს, ან მიხეილ სააკაშვილს, მესამე ვარიანტი არაა”,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„აქ არის ძალიან მარტივი და მკაფიო სიტუაცია. ნიკა მელია ახლა დაემორჩილება კანონს თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არაა. მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ის თავისი ფეხით, თავისი სურვილით ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და მისგან გამოიყვანოს ე.წ. გმირი, ფსევდოგმირი და ამით ცეცხლი დაანთოს. მეტი შანსი აღარ აქვს. ის ადამიანი ასე თვლის იქიდან თავად ძებნილი და მეორე მხრივ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმაში, რომ საერთაშორისო თუ შიდა მოხმარებისათვის პოლიტდევნილის სტატუსი რამენაირად აკიდოს. მეორე მხრივ, ნიკა მელია, დარწმუნებული ვარ, გირაოს გადაიხდის და თუ დააკვირდებით, სამი დღის განმავლობაში თავის არხებთან ერთად ისინი ალაგებენ ერთ მესიჯს, რომ თითქოს ჩვენ გავიქცევით და გადავუხდით გირაოს ნიკა მელიას.

წარმოიდგინეთ პიარული თავხედობის ხარისხი და დონე, და ამისათვის დღეს გახმაურდა ინფორმაცია – ისინი ცდილობენ მოძებნონ ადამიანი, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, კითხვები რომ არ დაუსვან. შემდეგ იტყვიან, რომ თითქოს ეს ადამიანი იყო ხელისუფლებისგან მიგზავნილი და ჩუმად შეუცურდა თანხა. საოცრებებს კადრულობენ, საოცრებებს იგონებენ. რეალურად ორი დღეა ვამბობთ – არ აქვს იმის თავი, რომ ეს გირაო არ გადაიხადოს, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო სიტუაცია, როდესაც თავის თავს იჭერს ადამიანი, არ არსებობს ბუნებაში. გამოვიდა და გულზე მჯიღების დარტყმით იძახა, რომ არც გადავიხდი და ვერც დამიჭერთ. ეგონათ, რომ ხვეწნას დაუწყებდა ვიღაც და არ დაუწყო ხვეწნა პროკურატურამაც, რომ შენი ჭირიმე, არ დაგიჭერთ თუ არ გადაიხდი გირაოსო და ახლა არიან ცუდ მდგომარეობაში. თუ ეს ადამიანი თავისივე გადაწყვეტილებით გადაწყვეტს, რომ აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდეს, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რეალურად ლიდერი არ არის – ფორმალურად არის ლიდერი და მესამე-მეოთხეა თავის პარტიაში გავლენებით, მაგრამ ნუ ფორმალურად ხომ პარტიის თავმჯდოამარეა ეს ადამიანი და ამაზეა აქცენტი. თუ წავა ციხეში, მიშა წაუგებელს თამაშობს, თავისი აზრით. მეორე მხრივ, იქნებ ცეცხლი დაანთოს, რადგან სხვა ტყუილებით ვერ დაანთო ცეცხლი. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც თავად ბრალდებულზეა დამოკიდებული მისი ბედი“, – განაცხადა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
პოლიტიკა

თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ – მამუკა მდინარაძე “ნაცმოძრაობაზე”

დეკემბერი 30, 2021
787
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ – მამუკა მდინარაძე

დეკემბერი 3, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია