„ძალიან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა და გირაოს თანხის დაფარვა ძალიან სწრაფად მოხდა. ეს ცხადია, პირდაპირ განაცხადია, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის ობიექტია და ის პოლიტიკური პატიმარია. სწრაფად ციხიდან გამოსაყვანად ევროკავშირი მზადაა, გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს”, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ უნდა იმსჯელოს. პარლამენტში შემოსვლა, ცხადია, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ალბათ, უნდა იმუშაონ და ერთიანი პოზიცია გამოხატონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.











