„ნიკა მელია ციხეში – მიშა სააკაშვილის თამაშია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოარტია “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია წერს.
მისივე თქმით, სააკაშვილს სურს, რომ პარლამენტში პარლამენტი არცერთ ვარიანტში არ შედგეს.
„ამიტომაც მის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში. ნებისმიერი „ქოცების“ შეცდომა და კონფლიქტი უნდა ითარგმნოს შესაძლო რევოლუციად, რომელსაც დისტანციურად უხელმძღვანელებს სააკაშვილი და მისი წარმატების შეუქცევადობის შემთხვევაში, ჩამოვა კიდევაც, რათა ერთპიროვნულად შეუდგეს ქვეყნის „ქოცების“ დიქტატურისგან გამოხსნას და აღმშენებლობას. ესაა მიზანი. შეიძლება ეს მოხდეს გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ან 2 წლის მერე, შეიძლება მეტიც დასჭირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს“, – წერს ხვიჩია.











