ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მოპოზიციის საპროტესტო გეგმას აცნობს.
ის აცხადებს, რომ არ ემორჩილება გადაადგილების შეზღუდვას და აქტივისტებთან ერთად დღეს, 22:00 საათის შემდეგ აქციაზე ახლაგაზრდების ნაწილთან ერთად რჩება. უფროს თაობას კი, სახლში წასვლისკენ მოუწოდებს.
ხოლო მას შემდეგ, რაც გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება (22:00 საათიდან – 05:00 საათამდე) სახლში მყოფებმა აივნებიდან დაუძახონ ხელისუფლებას, რომ ისინი წავიდნენ.
ოპოზიციის საპროტესტო გეგმის ნაწილია მომიტინგეების შეკრება შაბათს, 14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, 15 საათზე.
ხოლო მაშინ, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საბოლოო ოქმების გასაფორმებლად შეიკრიბება, გირჩისა და თაკო ჩარკვიანის ინიციატივით, გაერთიანებული ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებს მიტაცებულ არჩევნებს.
“აქ რჩება ახალგაზრდების ნაწილი, არ არის აუცილებელი ყველა დარჩეთ, თუ წახვალთ, ამით შეგვიმსუბუქებთ ჩვენს ყოფას. ბებიები, ბაბუები, მშობლების თაობა სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ, პოლიტიკოსები ვრჩებით ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტების გვერდით, მათ ვერ მივატოვებთ.
უახლოეს მომავალში რეჟიმს დავამარცხებთ, აქ შეკრებილები ვართ არა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, არამედ – აქ დგას ერი. რუსთაველის გამზირზე მდგომი დამარცხებული ერი ისტორიას არ ახსოვს და ჩვენ, ახლა, აქ ისტორიას ვწერთ.
22:00 საათის შემდეგ, ვინც აქციაზე ვერ მოდიხართ აივნებზე გამოდით და დავიძახოთ ერთად, “წადით, წადით, წადით”.
მთავარ დარტყმას ჩვენ, პოლიტიკოსები ავიღებთ ჩვენს თავზე. ვიკრიბებით შაბათს, 3 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით.
მაშინ, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საბოლოო ოქმების გასაფრომებლად შეიკრიბება, გირჩისა და თაკო ჩარკვიანის ინიციატივით, ცოცხალი ჯაჭვი იქნება.” – ამბობს ნიკა მელია.
დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტის წინ ორი აქციაა დაგეგმილი. 6 საათზე ოპოზიცია მართავს აქციას, ხოლო 10 საათზე მოძრაობა სირცხვილიას აქცია “დაუმორჩილებლობა” დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.











