„ნაციონაური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. ნიკა მელიამ ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.
ნიკა მელიამ დარბაზში იმუნიტეტის შეჩერებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსლვის შემდეგ კი მას მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდა.
მიხეილ ყაველაშვილმა მას უთხრა, რომ ციხეში ყოფნის შემდეგ იგი ახლა მსხვერპლის მანტიის მორგებას ცდილობს.
ნიკა მელიამ ყაველაშვილს მიმართა, რომ ციხეში თავისი ნებით წავიდა და შეურაცხყოფას აყენებდა სახელმწიფოს საკუთარი გადაწყვეტილებით.
დაპირისპირებაში ჩაერთნენ უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, დაპირისპირების შემდეგ კი მალევე ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.











