„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკუთარ მისიას ოპოზიციის გაერთიანებაში ხედავს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად ოპოზიცია უნდა გერთიანდეს.
„ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ 58% აიღოს.
ნიკა მზადაა, ყველასთან თანამშრომლობა გააგრძელოს, რათა ხელისუფლებამ დაანონსებული მხარდაჭერა ვერ მიიღოს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.











