სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა განაცხადა.
გევორგიანმა აღნიშნული კომენტარით განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას.











