საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.
ამ დროსითვის ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში იმართება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.











