სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ამ დროის განმავლობაში, მე გავაგრძელებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით.
გადადგომა არის იმის სიმბოლო, რომ ხალხს ვუბრუნებთ იმ ძალაუფლებას, რომელიც მათგან მივიღეთ“,- აცხადებს ფაშინიანი.
გადადგომის მიზეზად ფაშინიანი 20 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს.











