საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში მიმდინარე ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.
ბასილაშვილმა მსოფლიოს 79-ე ნომერთან, არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან 2 სეტში 5:7, 3:6 წააგო.
ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ მეხუთე მატჩი ისე დათმო, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.











