fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

20:49 მარტი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
859
ნახვა

ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი, ტუნისელი მალეკ ჯაზირი, რაც მთავარია უდიადესი როჯერ ფედერერი და ამერიკელი ტეილორ ფრიცი. ასეთი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილი გზა დოჰას უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალამდე. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი ქართველი მეჩოგნის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ.

ესპანელი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციაზეა, ხოლო დოჰაში მე-5 ნომრად იყო განთესილი, ამ ტურნირის ყოფილი გამარჯვებულია. ბაუტისტამ ყატარის დედაქალაქში 2019 წელს იჩემპიონა და ბუნებრივია უარს არც ამჯერად იტყოდა.

აქამდე, ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელი კორტზე ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრების ანგარიში ბაუსტისტას სასარგებლოდ იყო – 3:1.

მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი დონის ტურნირებზე ხომ ფინალში შემთხვევით ვერ მოხვდები. წყვილის ფავორიტად კი სპეციალისტები ესპანელ ჩოგბურთელს მიიჩნევდნენ.

ფინალი ქარის თანხლებით წარიმართა, რაც ჩოგბურთელებს მცირე დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ამას ხელი მაინც არ შეუშლია, რომ უმაღლესი დონის თამაში ეჩვენებინათ.

პირველი სეტი თანაბრად წარიმართა და ტაიბრეიქამდე მივიდა. სცენარი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ნახევარფინალში ტეილორ ფრიცთან. გეიმი-გეიმში და ბოლოს პარტიის წამოღება საჩოგბურთო ლატარეაში – 7:6.

მეორე სეტიც პირველის მსგავსად გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებას უფრთხილდებოდნენ, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქი ყველაზე მნიშვნელოვან დროს შეასრულა და გამარჯვებისკენ უდიდესი ნაბიჯი. საბოლოოდ ასეც მოხდა – 6:2.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ ჰამბურგის და პეკინის ტურნირების შემდეგ, კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიგო.

თეგები: ნიკოლოზ ბასილაშვილიჩოგბურთი

დაკავშირებული სტატიები

24 July 2019, Hamburg: Tennis, ATP-Tour, Hamburg European Open, singles, men, round of 16 in the stadium at Rothenbaum: Londero (Argentina) - Bassilaschwili (Georgia). Nikolos Basilashvili in action. Photo: Daniel Bockwoldt/dpa (Photo by Daniel Bockwoldt/picture alliance via Getty Images)
მთავარი ამბავი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მერვედფინალშია

ოქტომბერი 13, 2021
1.8k
მთავარი ამბავი

სოცქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს 

ივნისი 24, 2021
891
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის 1/4-ფინალშია

ივნისი 17, 2021
943

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია