ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დღეს გაგრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 მარტს გამართული დისტანციური სხდომა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო. პროცესზე კი მხოლოდ ერთი მოწმის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ბიძაშვილი გამოიკითხა. სხდომას ბასილაშვილი უცხოეთიდან ონლაინრეჟიმში ესწრებოდა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას სასამართლო ოჯახში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობას ედავება. პროცესი დღეს, 15:00 საათზეა დანიშნული.











