fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკოლოზ ჯანიაშვილი – 60 მილიონ ლარამდე გამოიყო წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად, დედოფლისწყაროში აუცილებლად გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება

18:53 აგვისტო 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
782
ნახვა

,,ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით და ყოველდღიური კომუნიკაციით შევძელით ის, რომ დედოფლისწყარო დღეს გაცილებით უფრო წარმატებული, ლამაზი და განვითარებულია, ვიდრე შვიდი წლის წინ იყო’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ’’ მესამედ გამოუცხადა ნდობა, რაც მისთვის პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მესამედ გამომიცხადა ნდობა და 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

დედოფლისწყაროში, სრული უგზოობა იყო, დღეს, გვაქვს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის გზები. პრემიერის დამსახურებით, დღეს, დედოფლისწყაროში არის ევროპული სტანდარტის თანამედროვე საავადმყოფო. მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილში არასდროს იყო ბუნებრივი აირი და მოსახლეობის 49 პროცენტზე მეტი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. დღეს მთელი დედოფლისწყარო გაზიფიცირებულია და ეს აღარავის უკვირს. ჩვენი შვილები დადიოდნენ უფანჯრო ბაღებში, ზოგიერთ შენობაში საერთოდ ელექტროენერგია არ იყო.

დღეს, დედოფლისწყაროს ბაღები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენი მხარდაჭერით და ჩვენი მონდომებით მიმდინარე წელს სამ ახალ საბავშო ბაღში შევლენ ჩვენი შვილები, სოფელ ხორნაბუჯში, სოფელ არხილოსკალოში და სოფელ საბათლოში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბათლოში ბაღი არასდროს ყოფილა. ასევე, ავაშენეთ ახალი, შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული სკოლები. რამდენიმე წუთის წინ, პრემიერმა სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლა დაათვალიერა. სრულად განახლდა სოფელ გამარჯვების და ზემო ქედის საჯარო სკოლები.

განათლების სამინისტროს და ჩვენი მთავრობის დიდი დამსახურებაა, რომ ალაზნისპირა სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წელს სრულად განახლდება საჯარო სკოლა. წინა ხელისუფლების პირობებში, ალაზნისპირა და საზღვრისპირა სოფლებში სარწყავი სისტემის გაუქმებამ, გაუსაძლის პირობებში ჩააყენა ჩვენი ხალხი და ფაქტობრივად, ქართველს კაცს, ვაზის მოვლაზე უარი ათქმევინა. ჩემთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ყველა პრობლემა ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომის შემთხვევაში შევძლებთ, ჩვენი მუნიციპალიტეტი, ჩვენი მშობლიური დედოფლისწყარო უფრო განვავითაროთ და წინ გავიყვანოთ, ერთად დგომის შემთხვევაში ყველა ადგილობრივისთვის უმთავრეს – წყალმომარაგების პრობლემას გადავჭრით. „ქართული ოცნების“ და ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურებაა, რომ 60 მილიონ ლარამდე უკვე გამოიყო, ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ქალაქ დედოფლისწყაროში და მიმდებარე სოფლებში მუდმივად იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. მომავალ წელს აუცილებლად აშენდება ჩვენი საამაყო შვილის, ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის საჭიდაო დარბაზი. ამ დარბაზში აუცილებლად გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა კი წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელთან ერთადაც ჩვენ ჯერ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ იმ პრობლემების გადაჭრაზე ვიზრუნოთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს: გოჩა სამუკაშვილი, ივანე ნატროშვილი, არსენ ბაღაშვილი, გივი გიგაური, გიორგი გოგილაშვილი, სიმონ ყოჩიაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, სიმონ წიკლაური, ავთანდილ ხუმარაშვილი, ავთანდილ შაინიძე“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

თეგები: დედოფლისწყარონიკოლოზ ჯანიაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დედოფლისწყაროს მერი: მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს

ნოემბერი 10, 2021
848
რეგიონები

დედოფლისწყაროში „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიას საბადოდან ამოღებული ნავთობის გატანის უფლებას არ აძლევენ

იანვარი 26, 2021
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია