fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკოლოზ სამხარაძე – დიალოგი ამ კვირაში გაიმართება, მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და დიდი იმედით ვუყურებ

16:17 მარტი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

დიალოგი ამ კვირაში გაიმართება, მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და დიდი იმედით ვუყურებ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა ძალიან კარგია. ევროკავშირი თავის სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს, რათა საქართველოში დაპირისპირება და ესკალაცია საბოლოოდ აღმოიფხვრას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა. არ მახსენდება, უახლოეს წარსულში ევროკავშირს ასეთი ტიპის მედიაცია წარემართოს რომელიმე სხვა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი ბევრ სახელმწიფოშია. ეს ძალიან კარგი სიგნალია იმისკენ, რომ ევროკავშირს საქართველო სჭირდება. ის, რომ საქართველოში იყოს სტაბილური და მშვიდი გარემო. ასევე სიგნალია ხელისუფლებისთვისაც და  ოპოზიციისთვის, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დიალოგის გზით ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ და მშვიდობიანი განვითარება გავაგრძელოთ.

ამ დიალოგს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და მის დაწყებას ძალიან დიდი იმედით ვუყურებ. დიალოგი ამ კვირაში შედგება, პირველი შეხვედრები ყველა შემთხვევაში უნდა გაიმართოს მომავალი კვირის ორშაბათამდე. იმედი მაქვს, რაღაც ხელშესახები შედეგი პირველსავე შეხვედრაზე იქნება. ჩვენი მოლაპარაკების საგანი იქნება ის ხუთი საკითხი, რომელიც იყო შეთანხმებული შარ მიშელთან, მე-6 პუნქტი მედიაციის გაგრძელებას ეხება“, – განაცხადა სამხარაძემ

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

„ევროპარლამენტარები ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია, ქვეყანაში სიტუაცია დაასტაბილურონ, კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ. საპარლამენტო სტრუქტურების გაძლიერებაზე იყო საუბარი, რომ ერთად იმუშაონ, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს გაუძლოს და ამ გამოწვევებიდან გამარჯვებული გამოვიდეს. 15 გამომსვლელი იყო და ამ გამომსვლელების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამას ამბობდა“, – განაცხადა სამხარაძემ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია