fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

20:29 იანვარი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
845
ნახვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის საგარეო პრიორიტეტები გააცნო, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან ერთად სამომავლოდ იმუშავებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე.

მისივე განცხადებით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება.

შეხვედრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა, რომლებიც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენენ. მისივე განცხადებით, 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი იქნება. გერმანელმა დიპლომატმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

ნი

თეგები: ნიკოლოზ სამხარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება ​აღმოგვიჩინონ ​დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო – ნიკოლოზ სამხარაძე

ნოემბერი 27, 2021
777
პოლიტიკა

ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს სიტყვა „ლეგიტიმაცია” – ნიკოლოზ სამხარაძე

ნოემბერი 24, 2021
816
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს „ქართული ოცნება“

სექტემბერი 24, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია