ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება, იქიდან გამომდინარე, რომ ის შეცდომა, რომელიც ISFED-მა აღიარა, ძალიან მარტივად აღმოსაჩენი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ფაქტია, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებით ოპოზიცია მანიპულირებდა და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ ხელზე დაიხვიეს, რომ ცესკომ გააყალბა არჩევნები, იმიტომ, რომ ISFED-ის შედეგები არ ემთხვევა ცესკოს შედეგებს“, – განაცხადა სამხარაძემ.










