პარლამენტი საბავშვო ბაღი არ არის, სადაც შეიძლება მიხვიდე ხუთშაბათს და არ მიხვიდე ორშაბათს ან შაბათს და თქვა, რომ ავად ხარ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე „რესპუბლიკელთა” ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ.
„ეს არის როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა, როცა შენთვის მნიშვნელოვან, ასეთ მერკანტილურ საკითხებზე შეგიძლია თქვა, მივალ და ხელს ღილაკს მივაჭერ და დანარჩენი თემები – ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა და სოციალური თემა არ გაინტერესებს. ოპოზიციამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა“, – აცხადებს სამხარაძე.










