19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ხვალ, 2020 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში”, – ნათქვამია განცხადებაში.











