სასურსათო მაღაზიათა ქსელი „ნიკორა“ ოფიციალურ გაცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ ტექსტში ვკითხულობთ, თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ PCR ტესტი და ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.
„პრაიმტაიმი“ „ნიკორა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ,
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქსელის ერთ-ერთ ფილიალში COVID-19-ის დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით.
კერძოდ, ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას N28-ში არსებულ „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს ფილიალში 2 თანამშრომელს დაუფიქსირდა COVID-19.
ინფორმაციის მიღებისთანავე ფილიალიდან მოხდა ყველა თანამშრომლის გამოყვანა, PCR ტესტზე შემოწმება და თვითიზოლაციაში გადაყვანა.
ამავდროულად ფილიალში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები ორი სხვადასხვა კომპანიის მიერ, რის გამოც 24 საათის განმავლობაში ობიექტი იყო დაკეტილი.
ფილიალმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა აღადგინა დღეს, დილის 9 საათიდან სრულად შეცვლილი კადრებით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთ ინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან კონტაქტი არ ქონია მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.
„ნიკორა სუპერმარკეტი“ გისურვებთ ჯანმრთელობას “ – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაღაზია „ნიკორას“ ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა.











