“ქართული ოცნების” დეპუტატს ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 84 – ხმით მიიღეს. პარლამენტში მის ადგილმონაცვლის ასარჩევად, რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება.
ნინო ლაცაბიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იყარა კენჭი და რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.











