შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ!, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.
„ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.










